Tuesday, July 18, 2017

ინტელის კურსი

      დავიწყეთ  ინტელის  კურსის შესწავლა. პირველი დღე  საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21- საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ, გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, მაგრამ განსაკუთრებით დამაინტერესა პრაქტიკული დავალებების შესრულებამ.

      ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.

        ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
 1. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული 2. აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, შევქმენით შეფასების სქემა საკუთარი პროექტისთვის.
3. ვისწავლეთ Google.Drive-ში მუშაობა, ნამუშევრის გაზიარება, კომენტარების გაკეთება.

        ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მე-2 მოდულის მე-4 და მე5 მუხლებს: შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, ვისაუბრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის საშუალებებზე.

       ტრენინგის მეხუთე და მეექვსე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე, ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები ამ ნაშრომთა შეფასების ჩეკლისტები. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი და თვითონ სავარაუდო ნაშრომიც. ეს ყველაფერი საქაღალდეში შევინახეთ. ვისწავლეთ ბმულების გაკეთება, ბლოგში ფონის შეცვლა და ახალი გვერდის გახსნა.

       ტრენინგის მეშვიდე და მერვე დღე მთლიანად პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების გაწერას დავუთმეთ.

      პროექტის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა და მთლიანად საქაღალდე  საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.

      ინტელის ტრენინგმ, ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც შემდგომ საქმიანობასი გამომადგება. პროექტი საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს. ტრენინგზე გავიცანი კოლეგები, რომლებთანაც თანამშრომლობა სასიამოვნო და საინტერესო იყო.

    

ინტელის პროექტი

                   შექსპირი და თანამედროვეობა


Tuesday, July 11, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-8 დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის  . პირველ რიგში მოვისმინეთ ერთმანეთის ნაშრომები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შესახებ,  შემდეგ ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგზე  შესვლა, კომენტარების გაკეთება,  . დავასრულეთ სასწავლო პროექტის შაბლონზე მუშაობა ვფიქრობ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ყველა ჩვენგანისათვის.

Monday, July 10, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-7 დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციის შაბლონები და ვისწავლეთ მათი ბლოგში ჩაშენება, ბლოგის დიზაინისა და გვერდების შექმნა,სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დრე რადგან ბევრი რამ გასაგები გახდა ჩემთვის რაც ადრე რთული გასაკეთებელი იყო დამოუკიდებლად

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგზე  ვისწავლეთ შეტყობინებების გაგზავნა, ფაილის მიბმა და საქაღალდის დაარქივება---შეკუმშვა, ელ-ფოსტით გაგზავნა და მოხმარება. თარგმანის გამოყენება, ნავიგაცია, კალენდრის მოხმარება. ვისწავლეთ დრაივი.გავეცანით სხვადასხვა ინტერნეტ კავშირებს მსოფლიოსთან.

შექსპირი და თანამედროვეობა

Tuesday, July 4, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღეს  განვიხილეთ მოდული 3  აქტივობა2, 3.ვისაუბრეთ  საძიებო  სისტემის სანდოობასა  და მის  გამოყენებაზე. განვიხილეთ  საავტორო  უფლებები,  წყაროს  ციტირება.  გავეცანით  ბმულებისა და ვიდეოების  გადმოტანას და POWER POINT ში პრეზენტაციის შექმნას საკუთარი  პროექტისათვის.