Wednesday, June 28, 2017

მესამე დღის რეფლექსია

                             
                        რეფლექსია




 ინტელის  ტრენინგი  მეტად  საინტერესოდ  დავიწყეთ.  მეცადინეობის  პირველ დღეს  ვისაუბრეთ  თუ  როგორ  შევქმნათ  სასწავლო  პროექტი  ,  რომ  მისი  აქტივობები  დაუკავშიროთ  ცხოვრებისეულ  კონტექსტს,  რომ  მოსწავლეებს  განუვითარდეს  მაღალი  სააზროვნო  უნარები  და  გაზარდოს  მათი  ჩართულობა  სასწავლო  პროცასში.  ვისაუბრეთ  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  შესახებ,  შევქმენით  ელექტრონული  საქაღალდე,  გავეცანით  პროექტის  ჩეკ-ლისტს  და  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონს.  ამავე  დღეს  ვისწავლეთ  ბროშურის  შექმნა.


მეცადინეობის  მეორე  დღეს  ვისაუბრეთ სასწავლო  პროექტის  დაგეგმვის  სტრატეგიებსა  და ინდიკატორების  სწორად   შერჩევის  მნიშვნელობაზე,  ვისწავლეთ  მათი  შაბლონში  გადატანა,  ვისწავლეთ  სასწავლო  პროექტის  ბუკლეტისა  და  გაზეთის   გაფორმება.



ტრენინგის  მესამე  დღეს  ჩვენს  მიერ  შექმნილი  ბროშურები  წარმოვადგინეთ,  განვიხილეთ   ჩვენს  მიერ  არჩეული  თემები.

       განვიხილეთ მოდული 2  აქტივობა  2:  , განახლებული    ბლუმის   ტაქსონომიის   სიტყვები,  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  სიტყვები,  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  საკოთხები.




No comments:

Post a Comment